მოამზადეთ უგემრიელესი ხემსი ზუსტად 10 წუთში

ჩვენი რედაქცია გაგიზიარებთ ყველიანი და ხაჭოიანი ჩხირების რეცეპტს, რომელიც არავის დატოვებს გულგრილს.

ინგრედიენტები

  • 180 გრ ხაჭო
  • 140 გრ ყველი
  • 1 ც ქათმის კვერცხი
  • 2-3 ს.კ. ხორბლის ფქვილი+ფქვილი გასაზავებლად
  • ნახევარი კონა მწვანე ხახვი
  • მარილი გემოვნებით
  • უსუნო, მზესუმზირის ზეთი შესაწვავად

მომზადების წესი 

  1. წვრილად დახეხეთ ყველი.
  2. თასში მოათავსეთ ხაჭო (მნიშვნელობა არ აქვს ცხიმიანობას, მთავარია არ იყოს ძალიან წვნიანი) და შეურიეთ მას დახეხილი ყველი.
  3. ხაჭოსა და ყველს დაუმატეთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი (შეგიძლიათ ასევე გამოიყენოთ კამა და ოხრახუში).
  4. აუცილებლად დაუმატეთ მწვანილი, რადგან იგი კერძს არომატს მატებს. ასევე არომატისა და პიკანტური გემოსთვის შეგიძლიათ დაუმატოთ წვრილად დაჭრილი ნიორი.
  5. მშრალ ნაზავს დაუმატეთ 1 ც ქათმის კვერცხი და ჩანგლით აურიეთ ყველაფერი, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა. თანდათან დაუმატეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი (იგი ხელზე ცოტატი უნდა ეკრობოდეს).
  6. მაგიდაზე მოაბნიეთ ცოტაოდენი ფქვილი, აიღეთ ერთი ს.კ. ყველიანი ცომი და ფქვილში ამოსვარეთ, შემდეგ კი მიეცით მილის ფორმა. კერძს შეგიძლიათ ნებისმიერი ფორმა მისცეთ სურვილისამებრ.
  7. კარგად გააცხელეთ ტაფა და დაასხით 2 ს.კ. რაფინირებული მცენარეული ზეთი.
  8. წასახემსი ჩხირები ორივე მხარეს შეწვით ზეთში, სანამ ოქროს ფერს არ მიიღებს. ტაფას თავსახური არ დაახუროთ.
  9. ბრტყელ თეფშზე დაალაგეთ სალათის ფურცლები და ზემოდან დააწყვეთ შემწვარი ყველიანი და ხაჭოიანი ჩხირები.
  10. უფრო პიკანტური გემოსთვის ყველიანი ჩხირებისთვის მოამზადეთ სოუსი. მდნარი ყველი კარგად გააცივეთ (უკეთესი იქნება, თუ იგი პაპრიკით იქნება) და შემდეგ წვრილად დახეხეთ.
  11. დახეხილი ყველი ჩაყარეთ ქვაბში. დაუმატეთ 100 მლ რძე, 1 ს.კ. არაჟანი (ცხიმის პროცენტულობას მნიშვნელობა არ აქვს), მარილი და პილპილი გემოვნებით.
  12. ნაზავი მოადუღეთ და მუდმივად მოურიეთ. სოუსი უნდა იყოს სქელი, ერთგვაროვანი კონსისტენციის. მიირთვით იგი ცივ მდგომარეობაში.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი!
გთხოვთ ჩაწეროთ თქვენი სახელი