მარტივად მოსამზადებელი პასტა წიწაკის სოუსითა და შემწვარი სტაფილოთი

2654

ეს ორიგინალური კერძი სწრაფად და მარტივად მზადდება. მის მოსამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი სახეობის პასტა. მაშ ასე, შევუდგეთ პასტის მომზადებას.

ინგრედიენტები:

  • 250-300 გ პასტა (ნიჟარები, სპაგეტი, ფარფალე ან სხვა)
  • 4 ცალი ტკბილი წიწაკა
  • 1-2 ცალი სტაფილო
  • 2 თავი ხახვი
  • 1/3 ჭიქა ზეთი
  • 0,5 ჩ.კ. ცხარე წითელი წიწაკა
  • 1 კონა ნიახური
  • 1 მწიკვი შაქარი
  • მარილი

მომზადების წესი:

  1. წიწაკა, ხახვი და ნიახური წვრილად დაჭერით, მოაყარეთ შაქარი და მარილი. ბოსტნეული მოათავსეთ ზეთდასხმულ ტაფაზე და მოშუშეთ. სტაფილო დაჭერით წვრილად გრძლად. 3-4 წუთით ადუღეთ, შემდეგ გადაწურეთ და ცოტა წიწაკასა და მარილთან ერთად ზეთში შებრაწეთ.
  2. როცა მოშუშული ბოსტნეული შეგრილდება, ათქვიფეთ ბლენდერში.
  3. პასტა მოხარშეთ მდუღარე მარილწყალში და გადაწურეთ, შეურიეთ ბლენდერში ათქვეფილი სოუსი და ზემოდან მოაწყვეთ მოშუშული სტაფილო.

გემრიელად მიირთვით! გაუზიარეთ ეს მარტივი რეცეპტი მეგობრებს.