კარტოფილი ფრის რეცეპტი უცხიმოდ, საშინაო პირობებში

3784

ალბათ არ არსებობს ბავშვი, რომელსაც არ უყვარს ფრანგული კარტოფილი “ფრი”, სასურველია, რა თქმა უნდა ზუსტად ისეთი, როგორიც მზადდება “მაკდონალდსში”.

რა საკვირველია, უფროსების უმრავლესობაც სიამოვნებით მიირთმევს ამ გემრიელობას. რა თქმა უნდა, საღ აზრზე მყოფი ადამიანები ცდილობენ საერთოდ ამოიღონ ეს კერძი მათი კვების რაციონიდან, რადგან მას ძალიან დიდი ოდენობით ზეთში წვავენ და ძალიან საშიშია როგორც პატარებისთვის, ისე უფროსების ჯანმრთელობისთვის.

მაგრამ ჩვენ თქვენთვის იდეალური გამოსავალი ვიპოვეთ. გასწავლით, როგორ მოამზადოთ კარტოფილი ფრი საშინაო პირობებში, სრულიად უცხიმოდ.

ინგრედიენტები

  • 5-7 ც კარტოფილი
  • 2 ც კვერცხი
  • მარილი და დაფქული პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი

1. გათალეთ კარტოფილი და დაჭერით 1 სმ სისქის ზოლებად.

2. გააცალკევეთ კვერცხის ცილა მისი გულისგან და მსუბუქად ათქვიფეთ. ათქვეფილ ცილას დაუმატეთ მარილი და პილპილი და მოურიეთ.

3. დაჭრილი კარტოფილი ამოავლეთ კვერცხის ცილის ნაზავში.

4. საცხობ ლანგარზე დააფინეთ საცხობი ქაღალდი და დაალაგეთ მასზე დაჭრილი კარტოფილი.

5. გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსზე და გამოაცხვეთ მასში კარტოფილი 5-7 წუთით, შემდეგ კი მოაცილეთ საცხობი ქაღალდი და ისე გამოაცხვეთ კარტოფილი რამდენიმე წუთით, რომ ბოსტნეულმა ფერი შეიცვალოს.

სულ ესაა! უგემრიელესი კარტოფილი ფრი მზადაა. იგი სრულიად უსაფრთხოა როგორც უფროსებისთვის, ისე ბავშვებისთვისაც.