თუ საუზმეს ამ სასმელით ჩაანაცვლებთ, მუცელი და გვერდები თანდათან გაქრება!

ჯერ კიდევ საუკუნეების წინ კავკასიაში კეფირი “ზეცის საჩუქრად” ითვლებოდა მისი სასარგებლო თვისებების გამო.

რატომ არის კეფირი სასარგებლო

  1. რძისგან განსხვავებით, კეფირი გაცილებით მარტივად გადამუშავებადი პროდუქტია, მიუხედავად იმისა, რომ მასში იმავე რაოდენობის ცილები, ვიტამინები და მინერალებია, რამდენიც რძეში.
  2. კუჭ-ნაწლავის სისტემის დარღვევის დროს კეფირი მოქმედებს როგორც ანტისეპტიკი, იგი ანეიტრალებს მავნე ნივთიერებებს.
  3. ეს სასმელი აღადგენს ნაწლავის მიკროფლორას ანტიბიოტიკების მიღების შემდეგ.
  4. უცხიმო კეფირის რეგულარული მიღება ხელს უწყობს ღვიძლისა და პანკრეასის მუშაობის გაუმჯობესებას.
  5. კეფირი შეიცავს 12 ვიტამინის კომპლექტს, ამათგან A, B და D ვიტამინი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორსულთებისთვის, რათა ნაყოფი ნორმალურად განვითარდეს.
  6. კეფირი მამაკაცებისთვისაც ძალიან სასარგებლოა: რძის შრატში შემავალი ცილები კუნთების ზრდას უწყობს ხელს.

დასასუსტებელი სასმელი კეფირისგან

იმისათვის, რომ სწრაფად მოიშოროთ ზედმეტი კილოგრამები, დიეტოლოგები გირჩევენ, თქვენი დიეტური კვების რაციონში შეიყვანოთ უცხიო კეფირი. ხოლო უფრო სწრაფი რეზულტატის მისაღებად რეკომენდებულია მწვანე კოქტეილის მიღება, რომელსაც კეფირით ამზადებენ.

ინგრედიენტები

  • 300 მლ კეფირი
  • 3 ღერო ოხრახუში
  • 3 ღერო კამა
  • 3 ღერო ქინძი
  • 1 ც კიტრი
  • მწიკვი მარილი
  • პილპილი

მომზადების წესი

  1. გარეცხეთ და გააშრეთ მწვანილი, შემდეგ კი კიტრთან ერთად მსხვილად დაჭერით.
  2. მოათავსეთ კიტრი და მწვანილი ბლენდერში და დაასხით ნახევარი კეფირი.
  3. კარგად დააბლენდერეთ მასა, შემდეგ კი დაუმატეთ დარჩენილი კეფირი.
  4. მზა კოქტეილი გადაასხით ჭიქაში, დაუმატეთ მარილი და პილპილი.

მიირთვით კოქტეილი ყოველ დილით, საუზმის ნაცვლად და შედეგს სულ მალე შეამჩნევთ!

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი!
გთხოვთ ჩაწეროთ თქვენი სახელი