გუაკამოლე – მექსიკური სამზარეულოს გამორჩეული კერძი

0
96
Traditional latinamerican mexican sauce guacamole in clay bowl and avocado sandwiches on dark background. Top view

სცადეთ მოამზადოთ მექსიკური სამზარეულოს ნაზი, ორიგინალური ხემსი ავოკადოს რბილობის პიურესგან.

ინგრედიენტები

  • 4 ც ავოკადო
  • 1 ც ცხარე წიწაკა
  • 1 ც ხახვი
  • 1 კონა მწვანილი გემოვნებით
  • 0,5 ც ლიმონი
  • 2-3 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. ამოაცალეთ ავოკადოს რბილობი და დაჭყლიტეთ ჩანგლით ერთგვარი მასის მიღებამდე.

2. გარცხეთ და დაჭერით ცხარე წიწაკა წვრილად.

3. გაფცქვენით და დაჭერით წითელი ხახვი მცირე კუბებად.

4. გარეცხეთ და დაჭერით წვრილად მწვანილი.

5. დაწურეთ ლიმონის წვენი და დაუმატეთ პიურეს.

6. შეურიეთ ყველა ინგრედიენტი და დაუმატეთ ზეითუნის ზეთი.

7. დაუმატეთ მარილი და პილპილი, კარგად მოურიეთ. ხემსი მზადაა.

8. მიირთვით გახუხულ ბაგეტთან.

მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი!
გთხოვთ ჩაწეროთ თქვენი სახელი