ბადრიჯნის სალათა – მინიმალური ინგრედიენტებით მიიღეთ მაქსიმალური სიამოვნება

დღეს ბოსნტეულის, უფრო კონკრეტულად კი ბადრიჯნის  ძალიან კარგი სალათის რეცეპტი მოგიმზადეთ. ეს სალათი განსაკუთრებულად უხდება ზაფხულის ცხელ დღეებს.

უგემრელიელესი სალათის რეცეპტი ასეთია:

ინგრედიენტები:

  • ბადრიჯანი 2,5 კგ
  • პამიდორი 1 კგ
  • ბულგარული ან არაცხარე წიწაკა 0,5 კგ
  • მწვანე ხახვი 100 გ
  • ოხრახუში 50 გ
  • რეჰანი 50 გ
  • ზეთი 1-2 სუფრის კოვზი
  • შავი პილპილი და მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. ბადრიჯანი შევწვათ ნელ ცეცხლზე ღუმელში ან თუნუქის ფირფიტაზე ოთხივე მხრიდან. (ბადრიჯანი შემწვარი, როცა ის დარბილდება).
  2. შემდეგ გავაცალოთ კანი და დავკეპოთ.
  3. ცხელ ბადრიჯანს დავუმატოთ წვრილად დაჭრილი პამიდორი, ბულგარული ან არაცხარე წიწაკა, მწვანე ხახვი, ოხრახუში, რეჰანი, შავი პილპილი მარილი და კარგად ავურიოთ კოვზით.

უგემრიელესი სალათი მზადაა. გემრიელად მიირთვით!

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი!
გთხოვთ ჩაწეროთ თქვენი სახელი