ასე ვამზადებ ძალიან გემრიელ ნუტელას სახლში საკუთარი ხელით. მე და ჩემს შვილს ძალიან გვიყვარს

0
5271

ნუტელა – შოკოლადის კარაქი, რომელიც არა მხოლოდ ჩემს შვილს, არამედ მეც ძალიან მიყვარს. უკვე საკმაოდ დიდი ხანია მაღაზიაში შეძენის ნაცვლად, მას სახლში საკუთარი ხელით ვამზადებ. პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით, შემიძლია გითხრათ, რომ საკუთარი ხელით მომზადებული ნუტელა იმდენად გემრიელი გამოდის, შეიძლება მაღაზიის დახლებზე შემოთავაზებულ პროდუქტზე მეტადაც შეგიყვარდეთ.

მაშ ასე, დღევანდელ სტატიაში გასწავლით, თუ როგორ მოამზადოთ ძალიან გემრიელი ნუტელა სახლში სწრაფად და მარტივად. ახლა კი გადავინაცვლოთ ჩემს სამზარეულოში და მოვამზადოთ შოკოლადის ეს უგემრიელესი კარაქი. სტატიის ბოლოში თქვენ იხილავთ ვიდეოსაც, სადაც დეტალურად არის ნაჩვენები ყველაფერი.

ნუტელა საკუთარი ხელით

ინგრედიენტები:

  • 100 გრამი თხილი
  • 100 გრამი შოკოლადი (უმჯობესია შავი)
  • 125 გრამი კარაქი
  • 2 სუფრის კოვზი კაკაო
  • ვანილის ექსტრაქტი ან ჩვეულებრივი ვანილი
  • მწიკვი მარილი
  • 1 ქილა შესქელებული რძე

მომზადება:

  1. პირველ რიგში, უნდა მოვხალოთ თხილი, რათა მას კიდევ უფრო ინტენსიური გემო და არომატი ჰქონდეს. თხილის მოსახალად მას ვათავსებთ 170 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 15 წუთით.
  2. ხელის მარტივი მოძრაობით გააცალეთ კანი მოხალულ თხილს.
  3. ცალკე ქვაბში მოათავსეთ კარაქი, დადგით დაბალ ცეცხლზე და გაადნეთ ბოლომდე. გამდნარ კარაქში ვამატებთ კაკაოს, ვანილის ექსტრაქტს, შოკოლადს (კაკაოს შემცველობა მინ. 70%) და 1 ქილა შექსქელებულ რძეს. ურიეთ კარგად, რათა ინგრედიენტები ერთმანეთში ბოლომდე გაიხსნას.
  4. კანგაცლილი და მოხალული თხილი დაფქვით ბლენდერის გამოყენებით. უნდა ურიოთ მაღალ სიჩქარეზე დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში, რათა თხილმა ცხიმი გამოიტანოს.
  5. დაბლენდერებულ თხილს დაუმატეთ შოკოლადის მასა და კიდევ ერთხელ კარგად გადაურიეთ.
  6. დააყოვნეთ ის რამდენიმე წუთით, გადაიტანეთ მინის ქილაში და შეინახეთ მაცივარში.
  7. გემრიელად მიირთვით!

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი!
გთხოვთ ჩაწეროთ თქვენი სახელი