არავითარი “ცეზარი” არ გააოცებს სტუმრებს ისე, როგორც ეს მარტივი სალათი წითელი კომბოსტოსა და პომიდვრისგან

1350

წითელი კომბოსტო კულინარებში დიდი პოპულარობით სარგებლობს და საქმე არამხოლოდ ლამაზ ფერშია. მას უფრო ღრმა და ინტენსიური გემო აქვს, ოდნავ მომწარო და თეთრ კომბოსტოზე დიდხანს ინახება. წითელი კომბოსტოს სალათი კუჭსაც და თვალსაც ახარებს.

“გასტრონომია” გთავაზობთ პატარა ექსპერიმენტს თხილით, ლიმონით, ძახველით (კალინა), რათა სალათის გემო კიდევ უფრო დახვეწოთ. ამ ინგრედიენტების მინიმალური რაოდენობა დაგჭირდებათ, შედეგად კი საუცხოო კერძს მიიღებთ.

ინგრედიენტები

  • 0,5 ც წითელი კომბოსტო
  • 2 ც პომიდორი
  • ძახველი გემოვნებით
  • 2 ს.კ. ნიგოზი
  • 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 15 გრ ოხრახუში
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. მოხალეთ ნიგოზი და დააქუცმაცეთ დანით წვრილად.
  2. დაჭერით წვრილად პომიდორი და მწვანილი, შეურიეთ.
  3. დაჭერით წვრილად კომბოსტო, შეურიეთ დანარჩენ ბოსტნეულს, დაუმატეთ ნიგოზი, ძახველი, მარილი, პილპილი. მოურიეთ სალათს.
  4. შეანელეთ ზეთით და ლიმონის წვენით.

კომბოსტოს კერძები თითქმის ყველა დიეტურია, ამიტომ ხშირად ჩართეთ მენიუში. თანაც, კომბოსტო ძალიან სასარგებლოა, შეიცავს ბეტა-კაროტინს. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!