ალუბლის ნაყენი: სულ რამდენიმე ინგრედიენტი და არავითარი სინთეტიკური დანამატი

1427

ბევრი თქვენგანი იტყვის, რომ იდეალური ნაყენი მხოლოდ ახალი კენკრისგან გამოდის. რიგ შემთხვევებში მართლაც ასეა, მაგრამ გაყინული კენკრისგან ხანდახან უკეთესი, ბევრად არომატული და წვნიანი ნაყენი მზადდება, თანაც უფრო სწრაფად.

კენკრის გაყინვა და შემდგომ გალღობა მეტ წვენს იძლევა, ამიტომაც ალუბლის ნაყენი უფრო ტკბილი გამოდის. უბრალოდ წარმოიდგინეთ, შემოდგომის ცივ საღამოებში როგორ ისიამოვნებთ ჭიქა უგემრიელესი სასმელით!

ინგრედიენტები

  • 500 გრ ალუბალი
  • 8 ს.კ. შაქარი
  • 1,8 ლ არაყი

მომზადება

1. მოაცილეთ კურკები ალუბალს, გაყინეთ და შემდეგ გაალღვეთ კენკრა.

2. გადაიტანეთ 3-ლიტრიან ქილაში, დაუმატეთ შაქარი და არაყი, მოურიეთ და დააფარეთ თავსახური.

3. დადგით ბნელ ადგილას 1 თვით ყოველდღე დღეში ორჯერ შეანჯღრიეთ. ბოლოს დაწურეთ და გადაასხით ბოთლებში.

ალუბლის ნაყენი საკმაოდ ტკბილი, შემაგრებული და არომატული გამოდის. გირჩევთ, რაც შეიძლება მეტი მოამზადოთ, რადგან ასეთს მაღაზიაში ნამდვილად ვერ შეიძენთ. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!